მრჩება შთაბეჭდილება, რომ მოსახლეობის მიზანმიმართული დაშინება მიმდინარეობს – პაატა იმნაძე

“მრჩება შთაბეჭდილება მრჩება, რომ გრიპის წლევანდელი სეზონი გახდა არა მოსახლეობის ინფორმირების, არამედ მათი დაშინების და პანიკაში ჩაგდების საფუძველი. ამიტომ ჩვენ იძულებულები გავხდით, გამოგვექვეყნებინა ბოლო 10 წლის გრიპის სეზონების სტატისტიკა საქართველოში”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ​პაატა იმნაძემ დღეს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

იმნაძის თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მედიასაშუალებები მოსახლეობის მიზანმიმართულ დაშინებას ცდილობენ. გრიპის ვირუსი მრავალი წლის წინაც არსებობდა და გაცილებით მეტი მსხვერპლი ყოფილა სხვა, განვითარებულ ქვეყნებში.

პაატა იმნაძეს მოჰყავს მსოფლიო სტატისტიკა და აცხადებს, რომ 1914-1918 წლებში, გრიპის ვირუსის შედეგად მსოფლიოში, 50 მლნ-ზე ადამიანი დაიღუპა, გაცილებით მეტი, ვიდრე პირველ მსოფლიო ომში. გასული საუკუნის 60-იან წლებში გავრცელებული იყო ჰონკონგის გრიპი, რომელიც მოსახლეობის, ასევე, მაღალი სიკვდილიანობით არის ცნობილი და ბოლო 2009- 2010 წლების პანდემია დედამიწაზე, ისევ H1N1 -ით გამოწვეული, რომელმაც სამწუხაროდ ძალიან დიდი მსხვერპლი გამოიწვია მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. 2009-2010 წლებში პიკური მაჩვენებელი იყო 1550 კლინიკური შემთხვევა, დაიღუპა 33 ადამიანი, ხოლო 2010-2011 წლებში, გრიპის სეზონზე საქართველოში, 1995 კლინიკური შემთხვევა დაფიქსირდა, ამათგან 53 ლეტალურად დასრულდა.

“სამწუხაროდ, როდესაც ათასობით ადამიანი ავადდება, არის ხოლმე მსხვერპლიც. ეს სტატისტიკა არის ძალიან მძიმე და როგორც წესი არ ვაქვეყნებთ ხოლმე, მაგრამ იძულებული გავხდით გამოგვექვეყნებინა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე, როგორი იყო ავადობა პიკზე ბოლო 10 წლის განმავლობაში და სამწუხაროდ რამდენი ადამიანი ემსხვერპლა გრიპს. ჩვენ ქვეყანას თავი რომ დავანებოთ და სხვა ქვეყნებზეც ვილაპარაკოთ. ბოლო დროს მუსირებს აზრი, რომ გრიპი მარტო საქართველოშია, მარტო შარშანდელ სეზონზე, როდესაც აშშ-ში H1N1 ცირკულირებდა, 80 ათასი ადამიანია დაღუპული. ეს იმას ნიშნავს, რომ CNN -ი CBS -ი, ABC -ი უნდა დაკავებულიყვნენ იმით, რომ გადაეცათ, რამდენი ადამიანი დაიღუპა? მხოლოდ ერთი შემთხვევა გაჟღერდა მაშინ მასმედიით, როდესაც Foxs news -ის წამყვანი, 26 წლის გოგონა გრიპის შედეგად დაიღუპა. ის იყო პოპულარული ტელეწამყვანი. ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, მიაწოდეთ მოსახლეობას ინფორმაცია, ნუ მიმდინარეობს მოსახლეობის მიზანმიმართული დაშინება”, – მიმართა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები