მოძრაობა „შეცვალეს” 3 წევრს 2-2 -დღიანი პატიმრობა შეეფარდა

21 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქციისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული მოძრაობა „შეცვალეს” 3 წევრი: ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთარ შენგელია სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. ყველა მათგანს 2-2 – დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ვიდეომტკიებულებები წარმოადგინეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, აქციის მონაწილეებს თავისუფალი აზრის გამოხატვას არავინ უზღუდავდა, უბრალოდ, მათივე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დაკავების ადგილზე არ უნდა ყოფილიყვნენ. ამას გარდა, შსს-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეები უწმაწურ სიტყვებს იყენებდნენ.

რაც შეეხება ადვოკატის პოზიციას, გოგა ონიანმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები უწმაწურ სიტყვებს არ იყენებდნენ და ეს ვიდეომტკიცებულებაშიც ჩანს. მისი განმარტებით, პოლიტიკური მესიჯები უწმაწურ სიტყვებად არ შეიძლება ჩაითვალოს.

მსგავსი თემები