მოქმედი პრეზიდენტი აზრზე არ არის, უმცირესობების დაცვის თვალსაზრისით რა ხდება ქვეყანაში – აგიტ მირზოევი

​ჩართულობისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი აგიტ მირზოევი აცხადებს, რომ მოქმედი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, თავისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, საერთოდ არ იყოს ჩართული ეთნიკური უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებში და მხოლოდ ზოგადი განცხადებების იფარგლებოდა.

როგორც აგიტ მირზოევი აცხადებს, პრეზიდენტობის კანდიდატების უმეტესობამ არ იცის რა არის სამოქალაქო ინტეგრაცია და რა გზით უნდა წავიდეს ქვეყანა.

“მოქმედი პრეზიდენტი ძალიან პასიური იყო ამ თემებთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი განცხადებები კეთდებოდა, მისი აპარატი საერთოდ მოკლებული იყო იმ პროცესებს, რასაც ჰქვია სამოქალაქო ინტეგრაცია. მეტიც, მემგონი აზრზეც კი არ არის, რა ხდებოდა ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. დღევანდელ რეალობას და მომავალ პრეზიდენტს რაც შეეხება, მისი მომავალი მანდატიდან გამომდინარე, ის იქნება უფრო შემცირებული, პრეზიდენტს შეუძლია სწორი აქცენტები დასვას, მაგრამ კანდიდატების უმეტესობამ არ იცის რა არის სამოქალაქო ინტეგრაცია და რა გზით უნდა წავიდეთ”, – განაცხადა აგიტ მირზოევმა დღეს “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, უფრო მეტი აქტიური საინფორმაციო კამპანიების გამართვაა საჭირო, რათა არაქართული მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია, თუ პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს დაუჭირონ მხარი და რატომ.

მსგავსი თემები