„მოქალაქეებს უნდა ესმოდეს, რომ როდესაც ისინი არღვევს წესებს, ისინი ქმნიან მომეტებულ საფრთხეს საზოგადოებისთვის” – მამუკა მდინარაძე

„ყველა მოქალაქეს კარგად უნდა ესმოდეს, რომ როდესაც ის არღვევს დეკრეტით და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს, ის ქმნის მომეტებულ საფრთხეს საზოგადოებისთვის და ამიტომ, ჯარიმაც და ჩვენს მიერ შექმნილი ახალი ნორმაც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმის პრევენციას, რომ რისკები იქნას მინიმუმამდე დაყვანილი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“ღმერთმა არ დაგვაჭირვოს, მაგრამ თუ მომავალშიც საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემთხვევები გვექნება, ამ შემთხვევაშიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კონკრეტული ნორმა იქნება მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვისაც კი, თუ  დეკრეტით ასეთი რამ არ იქნება გათვალისწინებული, ხოლო თუ დეკრეტით იქნება კონკრეტული სანქცია კონკრეტული ქმედებისათვის გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში უკვე მითითება არის სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე პრიმა მუხლში, ამ დეკრეტთან დაკავშირებით, რომ იმოქმედებს დეკრეტით გათვალისწინებული სანქციები“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.​

ცნობისთვის, პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში ახალი ნორმები მესამე მოსმენით დაამტკიცეს. 

https://mcm.ge/საგანგებო-მდგომარეობის-წ/

მსგავსი თემები