მოქალაქეები ტრანსპორტის განბაჟების გადავადებას ითხოვენ

ის მოქალაქეები, რომლებმაც უცხოეთიდან ავტომანქანა შემოიყვანეს და ამ დღეებში ტრასპორტის განბაჟება უწევთ, პროცედურის გადავადებას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, მაშინ, როცა მანქანის გაყიდვა ჭირს და მყიდველები არ არიან, სახელმწიფომ მათი მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინოს და ისევე როგორც სხვებს, გარკვეული შეღავათები დაუწესოს.

„ძალიან ცუდია, რომ შეღავათები ჩვენ არ გვეხება. როცა რეექსპორტისთვის გყავს მანქანა გამზადებული,  უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ უშვებ საზღვარზე რომ მანქანა გაიყიდოს, შესაბამისად უნდა გადაწიოს განბაჟებაც. თუ სასტუმროებსა და სხვა ბიზნესს გადაუწიეს, მანქანების გაყიდვის ინდუსტრიაც ხო ბიზნესია“ – აცხადებენ მოქალაქეები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „მედიაცენტრი მთავარი“ შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც იქ გვითხრეს, განბაჟების პროცესი არც შეჩერებულა, არც გადადებულა და ყველა მოქალაქეს შეუძლია, ტრანსპორტი უწყვეტად განაბაჟოს.   

მსგავსი თემები