“მოუთმენლად ველი პროცესს, როდესაც ბოკერია ჩემს განადგურებას შეეცდება” – სოფიო ქაცარავა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფო ქაცარავას განცხადებით, ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს განიხილავდნენ, ოპოზიციონერი დეპუტატი, გიგა ბოკერია დაემუქრა, რომ პოლიტიკურად გაანადგურებს.

„სხვათაშორის, არ გამიკვირდა, როდესც სრულიად უსაგნო კამათის შემდეგ მომმართა და გააფთრებულმა მითხრა, რომ ის გამანადგურებდა. შემდეგ დააკონკრეტა, რომ ის პოლიტიკურად გამანადგურებდა. მინდა გიგა ბოკერიას მივმართო, დრო, როდესაც ის ადამიანებს აბულინგებდა, საბედნიეროდ, წარსულს ჩაბარდა. ეს ძალიან კარგია.

აქვე მინდა, ბატონ გიგა ბოკერიას მივმართო, მისი გამოწვევა მივიღე და მოუთმენლად ველი და დავაკვირდები იმ პროცესს, როდესაც პოლიტიკურად განადგურებული და დამარცხებული გიგა ბოკერია ჩემს პოლიტიკურ განადგურებას შეეცდება. თუ გნებავთ, თქვენც გადაეცით“, – განაცხადა ქაცარავამ.

ცნობისთვის, ევროინტეგრაციის კომიტეტმა „ევროპული საქართველოს“ აღნიშნულ დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა.

მსგავსი თემები