“მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებზე მაღალია” – “როიტერი”

“ახალი კორონავირუსით მოსკოვში იმაზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები ადასტურებს”, – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. 

ქვეყნის კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალურ მონაცემებში არ შედიან ისინი, ვისაც არ აქვს სიმპტომები, არ ჰქონია დადასტურებული კონტაქტი ინფიცირებულთან და არც ახლო წარსულში მოგზაურობის ისტორია აქვს.

მათი მონაცემებით, რუსეთში „კოვიდ-19“-ის დაახლოებით 6000 ასიმპტოპური შემთხვევაა დაფიქსირებული. კომერციული ტესტები რუსეთში მარტის შუა რიცხვებიდან ტარდება და მათთვის არის განკუთვნილი, ვისაც უფასო სახელმწიფო ტესტირება არ ეკუთვნის.

ოფიციალური მონაცემებით, მოსკოვში ინფექციის გავრცელების დონე 0.1%-ია, თუმცა კერძო ლაბორატორიების ტესტირებებმა აჩვენა, რომ ეს მაჩვენებელი შეიძლება 1-დან 5%-მდე იყოს.

მსგავსი თემები