მოსკოვი-თბილისის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 2 საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, 3 კი დაშავდა

რუსეთში, ლიპეცკის ოლქში, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტობუსი გადაბრუნდა.

პირველადი მონაცემებით ავტობუსში, რომელსაც მგზავრები მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით გადმოჰყავდა 19 პირი იმყოფებოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიპეცკის ოლქში მომხდარი ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა საქართველოს 3 მოქალაქე, 2 კი გარდაიცვალა. დაშავდა 17, მათგან 8 სტაციონარშია გადაყვანილი.

დაშავებულთა შორის ერთი მცირეწლოვანია. მსუბუქად დაშავებული მგზავრების საქართველოში დასაბრუნებლად თბილისიდან რუსეთისკენ უკვე გაემართა 2 ავტობუსი. შვეიცარიის საელჩოში არსებულ საქართველოს სექციაში მოქმედებს ცხელი ხაზი.

ავარიის მიზეზად უამინდობა და მოყინული გზა სახელდება.

მსგავსი თემები