„მოსკოვი თანახმაა, კრემლიდან ყველამ თავისი მიცვალებული წაიყვანოს“ – გრიშა ონიანი

საბჭოთა კავშირის ლიდერის, დიდი ბელადის, სტალინის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.

როგორც პროექტის ორგანიზატორმა გრიშა ონიანმა „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში აღნიშნა, ამ თემაზე მას მოსკოვში არაერთი ოფიციალური შეხვედა ჰქონდა. მისივე განცხადებით, მოსკოვი თანახმაა, ყველამ თავისი მიცვალებული წაიყვანოს.

ონიანი იმასაც ამბობს, რომ სტალინის გადმოსვენებაზე პატრიარქის კურთხევაც მიიღო.

„ სტალინის გადმოსვენებაზე მუშაობა არც დღეს დამიწყია და არც გუშინ. წლებია ამაზე ვმუშაობ. კომუნისტების მმართველობის პერიოდში ეს ბუნებრივია, ვერ მოხერხდებოდა. 1991 წელს მოსკოვის მერმა, ლუჟკოვმა თქვა, – არ გვინდა „წითელ მოედანზე“ პანთეონი, ის მოსკოვის ახლოს, სადმე სასაფლაოზე უნდა გადავიტანოთო. ამიტომ, ვისაც აქ ნათესავები ჰყავს და სურვილი გაქვთ მისი გადასვენების, ჩვენ ამაზე თანახმა ვიქნებით-ო, ვისაც გინდათ, თქვენს მიცვალებულებს მიხედეთ-ო,“ – აღნიშნა ონიანმა „მთავარში“.მისივე ინფორმაციით, ის მოსკოვში ლუჟკოვის განცხადების შემდეგ დაუყოვნებლივ გაემგზავრა, მას შეხვდა კიდეც და გარკვეულ საკითხებზეც შეთანხმდნენ.

„გავემგზავრე მოსკოვში და მოვხვდი ლუჟკოვთან. მას სტალინის საქართველოში გადმოსვენება შევთავაზე, გაეღიმა და მითხრა: ბატონო ონიანო, ამხანაგი სობჩაკი ემზადება ლენინოს გადასასვენებლად ლენინგრადში, პოლონელები რაკასოვსკის ითხოვენ და ცენტრალურ მოედანზე დიდ პანთონს უკეთებენოო. როცა ლენინი ლენინგრადში, რაკასოვსკი კი პოლონეთში წავა, ამ დროს შეიძლება სტალინზე ფიქრიო. ახლა რომ სტალინის ამოთხრა დავიწყოთ, მთელი მოსკოვი თავზე დაგვეცემა-ო“ – აღნიშნა ონიანმა „მთავარში“.

რაც შეეხება საპატრიარქოს პოზიციას, გრიშა ონიანის ინფორმაციით, სტალინის გადმოსვენებაზე კურთხევა მიღებულია: „1992 წელს პატრიარქთან მივედი და ვთხოვე, როცა სტალინის ექსგუმაციას ჩატარდება, მისთვის წესის აგება რუსეთის პატრიარქს ჩაეტარებინა. საქარტველოს პატრიარქმა მითხრა, ეს შეუძლებელია, არ გამოგვატანენ-ო. თუ ღმერთმა ინება და ეს ასე მოხდა, მე თვითონ ჩავალ სპეციალური თვითმფრინავით მოსკოვში და თავად ჩამოვასვენებო. პატრიარქმა ასევე მიტხრა, რომ მას სტალინის ნეშტს სამღვდელოება გორში ფეხით გადაასვენებსო. პატრიარქის კურთხევა მაქვს“ – აცხადებს გრიშა ონიანი.

მისივე ინფორმაციით, სტალინის ნეშტი გორში დაიკრძალება და გეგმაშია გორის მუზეუმ-ქალაქად გადაკეთებაზე. “1992 წლის რუსეთის დუმის არჩევნების შემდეგ უმრავლესობით მოვიდნენ კომუნისტები. მე კომუნისტებთან ახლოს ვარ და ვიყავი. შევხვდი ზუგანოვს. მან მითხრა ჩვენ გვაქვს პროექტი როგორ დავიწყოთ სტალინის რეაბილოიტაციაო”, – ამბობს ონიანი.

მსგავსი თემები