“ყოველი დღე მტანჯველი იქნება, ძალიან მსიამოვნებს, რომ მოსმენების დროს იტანჯებიან” – ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეობის კანდიდატებზე

დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პარლამენტში ის პროცესი მიმდინარეობს, რაც სასამართლოში მოქმედ „კლანს“ და მოსამართლეობის კანდიდატებს კატეგორიულად არ უნდოდათ.

მისი თქმით, მოსამართლეობის კანდიდატები მოუმზადებლები არიან.

„მათთვის ძალიან მძიმე პროცესი მიმდინარეობს. ეტყობათ, რომ მოუმზადებლები არიან როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვან კითხვებს პასუხს არ სცემენ და ცდილობენ, რეალურ კითხვებს გაეცალონ. მათთვის ყოველი დღე მტანჯველი იქნება, ძალიან მსიამოვნებს, რომ ყოველ დღე იტანჯებიან მოსმენების დროს. ძალიან სერიოზული ზიანი ადგება სასამართლოში მათი ძალაუფლების კონცენტრაციას, ვისურვებდი, მოსამართლეები აჯანყდნენ “კლანის” წინააღმდეგ და ეს ადამიანები სასამართლო სისტემიდან განდევნონ“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი თემები