მოსამართლემ მოწმეს ოკუპანტის ენაზე საუბარი აუკრძალა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დაკითხვის დროს, მოწმეს სთხოვა, ოკუპანტის ენაზე არ ესაუბრა. 

“აქ შეიძლება ვინმემ იცის ოკუპანტის ენა, რუსული, მაგრამ მე არ ვიცი, ქართულად ისაუბრეთ, გთხოვთ”, – მიმართა მოსამართლე მამისეიშვილმა მოწმეს.

დღეს, მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე, მოწმის სტატუსით, “კონვერტ ჯორჯიას” წარმომადგენელ ვახტან ჩიქოვანს კითხავდნენ, რომელმაც საუბრის დროს, რამდენიმე რეპლიკა რუსულად თქვა. 

30 მაისს დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანი, მათ შორის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი დააკავეს. საქმის 4 ფიგურანტი სასამართლო დარბაზიდან 24 სექტემბერს გაათავისუფლეს. 

მსგავსი თემები