მოსამართლემ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას სასამართლო პროცესი  დასრულდა. მოსამართლემ მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მისი თანაგუნდელები რურუას პოლიტიკურ პატიმარს უწოდებენ. თავად დაკავებულმა კი სასამართლო პროცესზე განაცხადა რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება.   

პროკურორმა რურუასთვის პატიმრობის შეფარდება ი  მიზეზით მოითხოვა, რომ არსებობდა მისი როგორც მიმალვის, ისე ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხე.

მოსამართლემ გიორგი რურუას ადვოკატის, ნიკა გვარამიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “მთავარ არხს” სასამართლოს სხდომის ტრანსლირების უფლება მისცა.

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სასჯელი და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, მასზე პოლიცია ზეწოლას ახორციელებს.

„თავს ვცნობ დაზარალებულად სახელმწიფოს მიერ, პროკურატურიდან. პოლიციის მიერ არის ჩემზე ზეწოლა. მე პრინციპების კაცი ვარ და აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას”, – განაცხადა გიორგი რურუამ სასამართლო პროცესზე.

მსგავსი თემები