“მოსამართლეები იბრძვიან იმისთვის, რომ ფულის კეთების კანონიერი საშუალება ჰქონდეთ” – დავით ჭიჭინაძე

“მოსამართლეები იბრძვიან იმისთვის, რომ ფულის კეთების კანონიერი საშუალება ჰქონდეთ. ადრე ქურდები გვყავდა ქვეყანაში საქმის გამრჩევები, ახლა მოსამართლეები”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხს.

როგორც ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ეს არის მდიდრების სასამართლო და ვისაც მეტი ფული აქვს სიმართლეც მის მხარესაა.

“ეს არის მდიდრების სასამართლო და ყოველთვის ვიძახი, ვისაც ბევრი ფული აქვს, მეტი შანსიც იმას აქვს და შესაბამისად, სიმართლეც მათ მხარესაა. ამიტომაც არის, რომ გარიგებებზე მიდიან და თანხმდებიან, რომ ვინც უფრო ძლიერია, იმას დაუთმონ, რადგან მას უფრო ძლიერი ფინანსური რესურსი აქვს. 

მოსამართლეების სია, რომელიც პარლამენტში შევა, პოლიტიკური პროცესი მგონია. მოსამართლეებს უნდათ, ერთი დიდი ჯაჭვი შექმნან, რომელიც ფინანსურად უზრუნველყოფს მდიდარ ადამიანებს. არამგონია, ესენი სამართლიანობის აღდგენისთვის იკლავდნენ თავს. ესენი იბრძვიან იმისთვის, რომ ფულის კეთების კანონიერი საშუალება ჰქონდეთ. ადრე ქურდები გვყავდა ქვეყანაში საქმის გამრჩევები, ახლა მოსამართლეები”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები