მოსამართლეების შერჩევის პროცესი გამჭვირვალეა – ევროკავშირის ელჩი

“საქართველოს ისტორიაში მოსამართლეების შერჩევის პროცესის გარშემო არასდროს ყოფილა ასეთი დეტალური განხილვა და გამჭვირვალობა, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი.

„ბოლო 11 თვის განმავლობაში ამ პროცესში აქტიურად ვართ ჩართული. რასაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავ პარლამენტში, არის კარგი ამბავი. ეს ნიშნავს, რომ ყველას შეუძლია, შეფასება გააკეთეს, მათ შორის პარლამენტის წევრებს, რომლებმაც საბოლოოდ ამ მოსამართლეების შერჩევაზე სწორი დასკვნა უნდა გააკეთონ. ეს უნდა იყოს შეფასებული უმაღლესი პროფესიული და პერსონალური სტანდარტების შესაბამისად. ასე რომ, რამდენიმე კვირაში პარლამენტისა და პარლამენტის წევრებისთვის იქნება მისაღები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამ ინტერვიუების საფუძველზე დასკვნის გასაკეთებლად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები