მოსამართლეების არსებული სიის დამტკიცება ხალხის ნებაზე ძალადობა იქნება – ირმა ინაშვილი

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, პარლამენტი დეპუტატი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არსებულ სიას, მასში წარმოდგენილი პერსონების გამო, პარლამენტი არ დაამტკიცებს. მაგრამ თუ ეს მაინც მოხდება, მისი მხრიდან ეს ხალხის ნებაზე ძალადობად შეფასდება და ხელისუფლება ხალხისგან საპასუხო რეაქციაც მიიღებს.

როგორც ირმა ინაშვილი აცხადებს, ​ბოლო დღეებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრი პოლიტიკურად გააქტიურდა და ეჭვობს, რომ მათ, პარლამენტის წევრები აგულიანებენ და აგრესიულ პოლემიკას ურჩევს.

ინაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ურჩევს დამშვიდდნენ და პარლამენტის გადაწყვეტილებას დაელოდონ, სანამ წარმოდგენილი 10-კაციანი სიის ბედი გადაწყდება. 

“ახლავე შემიძლია ვიწინასწარმეტყველო, რომ ამ სახით, ამ პერსონებით წარმოდგენილ სიას პარლამენტი არ დაამტკიცებს ან დაამტკიცებს, მაგრამ ეს იქნება ძალადობა ხალხის ნებაზე და ხალხის მხრიდან საპასუხო რეაქციაც ხელისუფლებისადმი ცალსახად მძიმე იქნება”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.  

მისივე თქმით, ეჭვის იწვევს ის, რომ სოციალურ ქსელში, სასწრაფოდ შექმნილი საავტორო გვერდებიდან ოპერატიულად ვრცელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის, ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძის განცხადებები. ისინი ამ თანამდებობებზე, 2017 წლის მარტში, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ დაამტკიცა.

“მათ მიერ ოპერატიულად გავრცელებული განცხადებები ერთი რედაქტორის მიერ დაწერილ ტექსტს ჰგავს. შოკისმომგვრელია განცხადებების პათოსი, რაც იუსტიციის საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის: ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის „მხილებას“ ისახავს მიზნად. კიდევ უფრო მეტად დამაფიქრებელია განცხადებებში გამოყენებული ფრაზეოლოგია:“ ისინი მიზანმიმართულად ეწევიან სასამართლო სისტემის ძირგამომთხრელ საქმიანობას“, „ ისინი ცდილობენ საბჭოს ბლოკირებას“, „ისინი მიზანმიმართულად ახდენენ საბჭოსა და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას“ და ა.შ. ეტყობა, ბომბეიდან ლოდონამდე და ლონდონიდან ბომბეის მიმართულებით გვირაბებიც იმ საზოგადოებას გაჰყავს, ვინც მოსამართლეთა 10 კაციან სიას მხარს არ უჭერს და უპირისპირდება. სამაცხვინო, საბჭოთა, ძერჟინსკული მეთოდოლოგია! აი, რას ვეუბნებით ჩვენ „არა“-ს!”, – წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშივლი.

​მისი თქმით, ჯერ კიდევ ერთი წლის მიმართა პარლამენტს, ხარებავა და ქადაგიძე გაეწვიათ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან. ახლა კიდევ უფრო მყარია მისი რწმენა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათი ადგილი არ არის. 

მსგავსი თემები