მომღერალი, თიკა ჯამბურია დააკავეს

მომღერალი თიკა ჯამბურია, თბილისში, პუშკინის სკვერთან, მის სახლთან დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

 მომღერალი, დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მას სამართალდამცველებთან შელაპარაკება მოუვიდა.

როგორც თავად დაკავებული აცხადებს, ინციდენტი, მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დარღვევას მოჰყვა. 

შინაგან საქმეთა ინფორმაციით, თიკა ჯამბურია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. 

მსგავსი თემები