მომატებული შემთხვევების გამო, სამედიცინო პერსონალი ე.წ. დარეზერვების სისტემით მუშაობს

„ახალი კორონავირუსით“ დაინფიცირების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი მედ პერსონალსა და კლინიკებს ურჩევს, ე.წ. რეზერვი შეინარჩუნონ.

“მედიაცენტრი მთავარის” კითხვა პაატა იმნაძეს:  ვინაიდან საქართველში, დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ხომ არ გაქვთ რეკომენდაცია, რომ მოხდეს ექიმების ე.წ. დარეზერვება?

პაატა იმნაძე: „ეს დიდი ხანი, ჩვენი რჩევა იყო,  ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ვთქვით, რომ იქ, სადაც შესაძლებელია, პერსონალი გაიყოს ორად, რომლიც ორკვირიანი ინტერვალებით იმორიგევებს, ეს უნდა გაკეთდეს. ერთი ნაწილი მუშაობს, მეორე ნაწილი 2 კვირა ისვენებს და  მერე ანაცვლებენ ერთმანეთს. ნებისმიერ დაწესებულებაში, რომელმაც უწყვეტი ციკლით უნდა იმუშაოს, ეს იმის საშუალებას მოგვცემს, რომ გამართულად მუშაობდეს სისტემა. ჩვენთან ლაბორატორიაში ეს მიდგომა შეუძლებელია, რადგან ყველა გადატვირთულია, თუმცა, ლუგარის ლაბორატორიაში ამისი შესაძლებლობა არის და იქ 2 კვირა მუშაობს ერთი ბრიგადა და 2 კვირის შემდეგ მერე ბრიგადა. ეს არის ჩვეულებრივ მიღებული პრაქტიკა და ვურჩევ, ყველა კოლეგამ გაითვალსიწინოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვაზე საპასუხოდ.  

მსგავსი თემები