„მომავალი 2-3 კვირა ძალიან მძიმე იქნება, ცეცხლს ვეთამაშებით, გვექნება დანაკარგები“ – ამირან გამყრელიძე  

„მომავალი 2-3 კვირა ძალიან მძიმე იქნება, ცეცხლს ვეთამაშებით. გუშინდელი ნახტომი, დღეში 30 ინფიცირებული,  სერიოზული სიგნალია. მოდუნების უფლება არ გვაქვს, არც დამშვიდების. ქალაქში ისევ დადის ბევრი მანქანა ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში, ეს დაუშვებელია“ – აღნიშნული განცხადება დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა და მოსახლეობა გააფრთხილა.  

მისი განცხადებით, გვექნება დანაკარგიც და სამედიცინო სფერო ამხელა დატვირთვას ვერც გაუძლებს.

„300 რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტად იყოს სწრაფი ზრდა. თუ ჩვენ მოვადუნეთ დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში რამდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება,  20-35%-ს დასჭირდება რეანიმაციული მანიპულაციები, რაც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და სამწუხაროდ გვექნება დანაკარგები“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.                

მსგავსი თემები