მომავალი წლიდან პენსიების ზრდა იგეგმება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მომავალი წლიდან პენსიების ზრდა იგეგმება, კერძოდ, საუბარია როგორც ასაკობრივი, ასევე მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 0-დან 18 წლამდე შშმ პირთა პენსია.

მისივე ინფორმაციით, საპენსიო თანხის 20 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე გათვალისწინებულია.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში მიმდინარეობს. დოკუმენტი უკვე განიხილეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში.

მსგავსი თემები