“მოლოდინი, რომ ვირუსი მძიმე ფორმით, ისევ თავიდან დაიწყება, არ არსებობს” – ინფექციონისტი

“პანდემიების დროს ყოველთვის არის მოლოდინი, რომ შეიძლება ვირუსი ხელმეორედ შემოტრიალდეს, სწორი მიდგომაა, რომ ყველა ქვეყანა უარესი სცენარისთვის მზად იყოს”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოლოდინი, რომ ვირუსი მძიმე ფორმით, ისევ თავიდან დაიწყება, არ არსებობს.

„ყველა პანდემიას, როდესაც ჩამთავრდება, ახასიათებს უკან მობრუნება, თუმცა საბედნიეროდ, ეს არის ბევრად უფრო სუსტი, როგორც პირველი ტალღა. ჩვენ არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება, ყველა ვერსიისთვის მზად უნდა ვიყოთ. თუმცა იმის მოლოდინი, რომ ვირუსი მძიმე ფორმით, ისევ თავიდან დაიწყება – არ არსებობს“, – განმარტა ინფექციონისტმა.

მსგავსი თემები