მოკრძალებული საახალწლო სუფრა საშუალოდ 300-დან 700 ლარამდე ჯდება

ნიგოზი – 25 ლარი; ინდაური – 90-130 ლარი; გოჭი – 200 ლარი; ხორცი – 15 ლარი; ბადრიჯანი – 6 ლარი; ყველი 10-20 ლარი; ქათამი – 15-25 ლარი – ეს იმ პროდუქტების მინიმალური ჩამონათვალია, რომელის საახალწლო სუფრის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად ითვლება. თუ წვრილმანებსაც მივუმატებთ, ახალი წლის სუფრის მინიმალური ფასი 300 ლარია, მაქსიმუმი კი გემოვნების მიხედვით.

„მედიაცენტრი მთავარი“ იმ ადამიანებს გაესაუბრა, რომლებიც საახალწლოდ ბაზრობებიდან დატვირთულები გამოდიოდნენ. ლეილა: „ახალი წელს სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ინდაურის საცივი, გოზინაყი, ქათამი, გოჭი, სალათები, ფხალეულობა, ყველის ასორტი, ხაჭაპური, სოკო, კიტრი – პომიდორი, ხილი და ტკბილეულობა, სასმელები. რაც მახსენდება ესაა. თუ ბაზრის ფასებს მეკითხებით, ეს ყველაფერი 500 ლარში ეტევა, მარკეტებში კი 700 ლარამდე ადის. ოჯახის სიმრავლეს, სტუმრიანობას და გემოვნებას გააჩნია“.

მეორე რესპონდენტი კი ამბობს, რომ მისი საახალწლო სუფრა 300 ლარში ჩაეტევა: „ვიყიდე პატარა ინდაური, ქათამს კი ჰგავს, მაგრამ ინდაურია. გადავიხადე 70 ლარი, ყველი 25 ლარის, ქათამი – 20 ლარი, გოჭი 150 ლარი, ნიგოზი 30 ლარის ვიყიდე. ჩემი გათვლით 300 ლარში ვეტევი, თუმცა, ტკბილეულობა და სასმელები ჯერ არ შემიძენია“.

რაც შეეხება სხვა პროდუქტების ბაზრის ფასებს, სურათი შემდეგია: დახლის ქათამი, დედალი 40-50 ლარი; ჩირი 12 ლარიდან; თევზი (ნედლი) 6 ლარიდან 35 ლარამდე; თაფლი 1 კგ. 20 ლარი.

საახალწლო ბაზრობაზე გამოკითხული რესპონდენტების პასუხებიდან გამომდინარე, საახალწლო სუფრა წელს 300-დან 700 ლარამდე ჯდება.

მსგავსი თემები