„მოიტანეთ პლედები, ცხელი ყავა, ცხელი ჩაი“ – აქციის ლიდერები მოსახლეობას დახმარებას სთხოვენ

აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან წასვლას არ აპირებენ და მოსახლეობას დახმარებას სთხოვენ. როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადებს, მათი მიზანია, არ დაიშალონ, რუსთაველის გამზირი იყოს გადაკეტილი და მთელი ღამე ის გაატარონ.

„გთხოვთ, მოგვიტანოთ პლედები, ცხელი ჩაი, ცხელი ყავა, ამაღამ ყველანი ვრჩებით აქ“ – მიმართეს პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა პარლამენტის წინ შეკრებილებს.

მსგავსი თემები