“მოიზიდე და მოკალი“ სადგურების დამონტაჟება გრძელდება

 

„მავნებელთან ბრძოლის პროცესი აქტიურ ფაზაშია“ – აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გელა ხანიშვილი და “მთავართან“ იმ ღონისძიებებზე საუბრობს, რაც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელდება. კერძოდ: შეწამვლითი სამუშაოები; გაგრძელდება მონიტორინგი; დამონტაჟდება „მოიზიდე და მოკალი“ სადგურები.

გელა ხანიშვილის ინფორმაციით, ტყის საფარსა და დაცულ ტერიტორიებს, ინვაზიის მაღალი რისკის გამო განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ტყის პერიმეტრზე განთავსებულია მონიტორინგის სისტემები, აუცილებლობის შემთხვევაში რეაგირების მიზნით.

მისივე ინფორმაციით, „მოიზიდე და მოკალი“ სადგურების მეშვეობით; მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყების ვადა და დასამუშავებელი ტერიტორიების არეალი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე განისაზღვრება.

“როგორც კი ჰაერის საშუალო ტემპერატურა 150 C-ს სტაბილურად აღწევს და მავნებელი აქტიურდება, იწყება ქიმიური წამლობა; საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში სხვადასხვა სახეობების მცენარეებისა და ნარგავების იმპორტი და ექსპორტი დაექვემდებარა განსაკუთრებულ ფიტოსანიტარულ კონტროლს“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

მისივე ინფორმაციით, კომპლექსური და კოორდინირებული მუშაობის მიზნით, აბაშის მუნიციპალიტეტში შეიქმნა მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი. საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვშიც.

ტექნიკით აღჭურვას რაც შეეხება, სამინისტროს მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადაეცა: 20 ათასი ლიტრი პრეპარატი და 3 500 ცალი ფერომონი; მობილიზებულია 6 ერთეული მაღალი გამავლობის სპეცმანქანა თავისი შესაწამლი აგრეგატებით; საჭიროების შემთხვევაში, მზადაა 26 ერთეული სპეცტექნიკა, რათა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს.

 

მსგავსი თემები