“მოიზიდე და გაანადგურე” – ფაროსანას მოსპობის რეკომენდაციები

ფაროსანასთან  ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი, ტყისპირა პერიმეტრებზე მავნებელთან ბრძოლას –  „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მეშვეობით ახორციელებს. 

აზიური ფაროსანა ტემპერატურის კლებასთან ერთად საცხოვრებელი სახლებისა და შენობებისკენ იწყებს გადაადგილებას. ამ პერიოდში მავნებელი, მისი ბიოლოგიიდან გამომდინარე, ასრულებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებით კვებას და გამოზამთრებისთვის ემზადება, რის გამოც იგი ხშირად გვხვდება საცხოვრებელ სახლებში, მიტოვებულ შენობებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საცხოვრებელი სახლებისკენ მიგრირებული აზიური ფაროსანას  მექანიკური მეთოდებით განადგურება და მავნებელთან ბრძოლის პროცესში მოსახლეობის ჩართვა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები რეკომენდებულ და სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ მექანიკურ მეთოდებს გვთავაზობენ, თუ როგორ მოვსპოთ მავნებელი. 

1. მუუყაოს ან სხვა მასალის ყუთის ფორმის მარტივი კონსტრუქციები,  რომლებიც თავსდება საცხოვრებელი სახლების მახლობლად, მშრალ, მზიან  ადგილას. ამ გზით შესაძლებელია გამოზამთრების ადგილის მაძიებელი  მავნებლის მოზიდვა და შემდგომ მისი განადგურება.

2. „მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდი. ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე ან  ქსოვილი თავსდება საცხოვრებლის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოზიდვის მიზნით, მაგრდება ნათურა ან ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად,  მავნებელი ნადგურდება.

3. სახლებში შესული ფაროსანას  შეგროვება და განადგურება, მათ შორის სანათურის მეთოდის და წყლის გამოყენება. 

მსგავსი თემები