მოზარდს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

“მოზარდს, რომელსაც ბათუმში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ბებიასთან ერთად კარანტინში იმყოფებოდა”, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

„ბავშვს დაუდგინდა კორონავირუსი. მას აქვს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია. პარიზიდან დაბრუნების შემდეგ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა კარანტინში. იგი თბილისში გადაიყვანეს, რადგან თბილისში ცხოვრობს ოჯახი და მათ ისურვეს გადაყვანა, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ბათუმში მკურნალობის საშუალება“, – განაცხადა მიქელაძემ.

მინისტრის განცხადებით, ბათუმში ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული რვა პაციენტი რჩება.

დღეს, დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ერთი 10 წლის მოზარდია, ხოლო მეორე პაციენტი სომხეთიდან არის ჩამოსული.

მსგავსი თემები