„მოვხვდი არასწორ ადგილას და არასწორ დროს“ – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხვა გრძელდება

გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით იდენთიფიცირებული კიდევ ერთი პირის დაკითხვა პოლიციაში 4 საათზე მეტი გაგრძელდა. საქმეში ლაშა ლურსმანაშვილის გვარ-სახელმა თითქმის 2 კვირის შემდეგ გაიჟღერა, თუმცა, დაკითხული ამბობს, რომ საქმესთან შეხება არ აქვს.       

ლაშა ლურსმანაშვილი ის ახალგაზრდაა, რომლიც  თბილისში გვიან დაბრუნებულ გური ამირხანაშვილს დიდუბეში შეხვდა.

“საქმესთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი. ერთადერთს გეტყვით, ჩამოვედი ღამე ჩემ პირად საქმეზე, მოვხვდი არასწორ ადგილას, არასწორ დროს. ამირხანაშვილს არავის ვიცნობ. უბრალოდ, ადამიანმა დარეკვა მთხოვა, დასარეკი არ მქონდა”, – განაცხადა ლურსმანაშვილმა.

ინფორმაციისთვის, შაქარაშვილის საქმეში გამოჩნდა თეთრს მაისურში ჩაცმული ადამიანი, რომელიც გვიან ღამით, მცხეთაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დიდუბეში ჩამოსულ ამირხანაშვილს ხვდება და ესაუბრება. ის დიდუბეში მიკროავტობუსიდან ჩავიდა და  ამირხანაშვილთან რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრა.

მსგავსი თემები