“მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, რომ განახორციელონ დადებული შეპირებები” – მარკეტა გრეგოროვა

მოვუწოდებ საქართველოს, დაიწყოს გამოძიება პროტესტის გამომხატველებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის მიმართულებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჩეხეთიდან, მარკეტა გრეგოროვმა განაცხადა. მან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მარტის ხელშეკრულების განხორციელების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„მინდა მოვულოცო საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიას ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება და 8 მარტის შეთანხმების მიღწევა, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია დეპოლარიზაციისა და პოლიტიკური გარემოს ნორმალიზაციისთვის. რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, იმედს გამოვთქვამ და მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, რომ განახორციელონ დადებული შეპირებები, რაც იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი წინგადადგმული ადმინისტრაციული და სასამართლო რეფორმებისკენ“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვმა.

მსგავსი თემები