“მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ფრენები საქართველოში”- აშშ-ის ელჩი

საქართველოში, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი, რუსეთს მოუწოდებს, განაახლოს ფრენები საქართველოში. ის დადებითად აფასებს, რუსეთისა და საქართველოს ლიდერების მზადყოფნას, ორმხრივი ურთიერთობების დასტაბილურებისთვის.

“აშშ შეშფოთებით უყურებდა იმ არაპროპორციულ ზომებს, რომლებსაც რუსეთის მთავრობა და დუმის წევრები განიხილავდნენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საპასუხოდ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ფრენები საქართველოდან და საქართველოში, რადგან აქ მთელი მსოფლიოდან ტურისტებს მიესალმებიან და ისინი უსაფრთხოდ არიან. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვიცით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

მსგავსი თემები