“მოვუწოდებთ პოლიტიკურ მოთამაშეებსა და მედიას თავი შეიკავოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე თავდასხმისაგან” – შვეიცარიის საელჩო

„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშესა და მედიას, თავი შეიკავოს პიროვნებებზე, მათ შორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე თავდასხმისაგან,“ – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.
საელჩო საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზეც ამახვილებს ყურადღებას და მომხდარს პოზიტიურ ფაქტად თვლის.
“საელჩო საქართველოში მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას და მიიჩნევს, რომ ახალი საარჩევნო სისტემა გაზრდის საზოგადოების სხვადასხვა ფენის, მათ შორის უმცირესობების წარმომადგენლობას პარლამენტის ახალ შემადგენლობაში.
შვეიცარია დაეხმარება საქართველოს სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო კამპანიის წარმართვაში, რომელიც დაეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ კომპრომისს,
და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მოთამაშესა და მედიას თავი შეიკავოს პიროვნებებზე, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე თავდასხმისაგან,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები