“მოდით, მცირე მანძილზე გადაადგილებისთვის გამოვიყენოთ საკუთარი ფეხები” – ხათუნა ზახაშვილი

“მოდით, სატრანსპორტო საშუალებებში დავუთმოთ ადგილი მათ, ვისაც ეს ტრანსპორტი ყველაზე მეტად სჭირდება; მცირე მანძილებზე გადაადგილებისთვის ისევ გამოვიყენოთ საკუთარი ფეხები და ვეცადოთ, რომ ნაკლებად ავიდეთ ტრანსპორტში, თუ ამისი გარდაუვალი საჭიროება არ არის”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის რეალობაში, ყველა სატრანსპორტო საშუალებაში შეუძლებელია მუდმივად იყოს ადამიანების გარკვეული რაოდენობის კონტროლი.

„ზოგ ქვეყანაში არის ასეთი რეკომენდაციები, რომ ტრანსპორტში რაც შეიძლება მცირე რაოდენობით იყვნენ ადამიანები, განთავსდნენ ჭადრაკულად და ა.შ. მაგრამ ასეთივე რეკომენდაცია ჰქონდა შვედეთსაც. ეფექტური გამოდგა თუ არა შვედეთის მაგალითის გადმოტანა საქართველოსთვის, ცხადია, რომ არა. ტრანსპორტის გამოყენების წესებს გარკვეულად ვაყენებთ ის ადამიანები, რომლებიც ამ ტრანსპორტით ვმგზავრობთ. თბილისის რეალობაში, ყველა სატრანსპორტო საშუალებაში შეუძლებელია მუდმივად იყოს ადამიანების გარკვეული რაოდენობის კონტროლი. მე ისევ მოვუწოდებ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმისკენ, რაც ნიშნავს იმას, რომ მოდით, სატრანსპორტო საშუალებებში დავუთმოთ ადგილი მათ, ვისაც ეს ტრანსპორტი ყველაზე მეტად სჭირდება; მცირე მანძილებზე გადაადგილებისთვის ისევ გამოვიყენოთ საკუთარი ფეხები და ვეცადოთ, რომ ნაკლებად ავიდეთ ტრანსპორტში, თუ ამისი გარდაუვალი საჭიროება არ არის“, – განაცხადა ზახაშვილმა

მსგავსი თემები