„მოგიწოდებთ, დღის წესრიგში არ ჩასვათ ის საკითხი, რომელიც ასეთი მძიმე მოცემულობის წინაშე აყენებს ქვეყანას” – ეკა ბესელია

„მოგიწოდებთ, კანონის დარღვევით და პროცედურის დარღვევით დღის წესრიგში არ ჩასვათ ის საკითხი, რომელიც ასეთი მძიმე მოცემულობის წინაშე აყენებს ყველას, პარლამენტს, ქვეყანას, ” – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელია პარლამენტს, საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი თქმით, კომიტეტის სხდომა ყოველგვარი პროცედურული დარღვევით ჩატარდა:

“რაც შეეხება პროცედურულ დარღვევებს, კომიტეტის სხდომაც რეგლამენტის დარღვევით ჩატარდა, კენჭისყრაც რეგლამენტის დარღვევით ჩატარდა, კომიტეტის დასკვნა თვალით არავის უნახავს, სხვათაშორის, იმასაც უყარეს კენჭი, ვინც მოხსნა კანდიდატურა, რაც ასევე უკანონობაა. მთლიანობაში თუ შეხედავთ ამ პროცესს, არ ვიცი მეტი დარღვევა რა შეიძლება ჩაიდინო. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც გაქვს მისაღები. რეკომენდაცია რომ გაეწია 14 ადამიანს და აქედან უმრავლესობა სწორედ წარსულის ჯალათს წარმოადგენს, რატომ გაეწია?! რა დასაბუთებაა, სად წერია დოკუმენტში?

მე მოგიწოდებთ, ამოიღოთ ეს საკითხი დღის წესრიგიდან, ბატონო არჩილ, დააყენეთ ეს საკითხი კენჭისყრაზე და პროცედურის დაცვით მოხდეს მისი განხილვა. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი,”- განაცხადა ბესელიამ.

პარლამენეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უყარა კენჭი, საიდანაც რეკომენდაცია 14 კანდიდატს გაუწია.

მსგავსი თემები