“მოგიწოდებთ, გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რაც ახალგაზრდების დასახმარებლად გაგვაჩნია”- დეკანოზი

დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი მოუწოდებს საზოგადოების თითოეულ ფენას, გამოიყენონ ხელთ არსებული ყველა რესურსი იმისათვის, რათა მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ქყეყანაში არ განმეორდეს.

ამის შესახებ დეკანოზმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეკლესიამ არაერთი ადამიანი იხსნა საბედისწერო შეცდომისაგან, რაც თავის მხრივ, საზოგადოების ყველა ფენამ უნდა სცადოს:

„თუ ეს შემზარავი სტატისტიკა, თვითმკვლელობისა, რაც დღეს გვაქვს, არ არის 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი, მერწმუნეთ, ძალიან ბევრ სასულიერო პირზე მოდის ბოლო სიტყვა, ამ შემთხვევაში. მათ ბევრჯერ გადააფიქრებინეს ასეთი მცდელობები ახალგაზრდებს. ასევე, საკუთარი რესურსით უნდა სცადოს ოჯახმა, მშობელმა, პედაგოგმა, პოლიციელმა… ვისაც როგორ შეუძლია, რომ ახალგაზრდას მხარში დაუდგეს.

მოვუწოდებ საზოგადოების ყველა ფენას: ჟურნალისტებს, სკოლებს, ეკლესიას, სახელმწიფოს თითოეულ სტრუქტურას, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველამ ერთად დავიწყოთ ამ ურთულეს გამოწვევებზე საუბარი და გამოვიყენოთ ყველა ის რესურსი, რაც თითოეულ ჩვენგანს ახალგაზრდების დასახმარებლად გაგვაჩნია,“ – აცხადებს დეკანოზი „მედიაცენტრ მთავართან“.  

მსგავსი თემები