„ექიმები ირჩევენ იმ ავადმყოფებს, ვისი გადარჩენაც შეიძლება“ – ვლადიმერ კახაძე (ვიდეო)

“უნდა ვეცადოთ ექიმები არ დადგნენ არჩევანის წინაშე ვინ გადაარჩინონ“ – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ექიმი ვლადიმერ კახაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ექიმმა ვლადიმერ კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

ლადო კახაძე პაციენტების გადარჩევაზე საუბრობს და მსოფლიოში მსგავს მაგალითებსაც იხსენებს. ლადო კახაძე იტალიის შემთხვევებზეც ამახვილებს ყურადღებას.

„გვესმოდა, როგორ ყვებოდნენ ექიმები ვერ წარმოვიდგენდით ავადმყოფების არჩევა თუ მოგვიწევდაო. თითოეული ჩვენთაგანი უნდა გავხდეთ მობილიზებული, რომ ამ სიტყვების თქმა არ მოუწიოთ ექიმებს. იგივე ინგლისში გაჟღერდა ფრაზა ხელისუფლების, რომელიც დაახლოებით ამ შინაარსის იყო, „მივყვეთ, ვინც გადარჩება გადარჩეს“.

პიკად ითვლება, როცა დახმარების საჭიროების მქონდე ადამიანების მომსახურებას ვერ შეძლებს ვერც ინვენტარი და ვერც სამედიცინო რესურსი ადამიანის სახით. ჩვენ ვიცით, რომ დაავადებათა დიდი რაოდენობა კონტაქტით გადადის, ჩვენ გვაქვს ასეთი პროგნოზი, რომ 80% მიმდინარეობს სტაბილურად, ბევრი მათგანი სტაციონარსაც არ საჭიროებს და სატელეფონი რჩევებით ხელმძღვანელობს, მხოლოდ 5 % ფიქსირდება მხოლოდ ისეთი შემთხვევები, რომელიც საჭიროებს საავადმყოფოებს,“ – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ .

ვლადიმერ კახაძე თვლის, რომ ქართველი ექიმები მზად არიან, ამ 5% – ს გაუწიონ მომსახურება. მისივე ინფორმაციით, იტალიაში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 5% – ს გადააჭრაბა.

ექიმი საზოგადოებას მიმართავს : „ დღეს ყველა ვიყოთ ექიმები და ექთნები, მივყვეთ რეკომენდაციებსა, განსაკუთრებით ჩემი ასაკის ხალხი და უფრო უფროსები, სახლიდან ფეხს ნუ გამოადგამთ,“ – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება


მსგავსი თემები