მმართველი გუნდისთვის ხუნდაძის და ზოიძის ინიციატივები მისაღები არ არის

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანის კახა კალაძის განცხადებით, მთავრობა მზადაა, საარჩევნო სისტემის საკითხზე პლებისციტი 2020 წლის საპარლამენტო, ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ჩაატაროს.

კახა კალაძის განცხადებით, უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივა, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ვერ განიხილება.

„როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობაში არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის. გუშინ და დღეს გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად, ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ გუნდი 2020 წლის არჩევნებისთვის ვერცერთ ახალ ინიციატივას ვერ განიხილავს. თუმცა, ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინიციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” წევრი აკაკი ზოიძე  2020 წლის არჩევნების ჩასატარებლად, რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას ითხოვდა, ხოლო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას.

მსგავსი თემები