“მკაცრად ვგმობთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობას” – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდებას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ ეხმაურება.

რეინსალუ დე ფაქტო რეჟიმს ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„მკაცრად ვგმობთ საქართველოში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობას. მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ. მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიკრობლოგის საშუალებით.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წელიწადი და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს გაიმართა.

მსგავსი თემები