მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რადაში შესასვლელად ემზადება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ის უკრაინაში მშვიდობისთვისა და სამართლიანობისთვის ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას პოლიტიკურ თანამდებობაზე ამბიცია არ აქვს და თანამდებობის დაკავებას არ აპირებს. სააკაშვილის თანაგუნდელი კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რადას არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ყოფილი პროკურორი, უკრაინის პროკურორის ყოფილი მოადგილე, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი და პარტია „ახალი ძალების მოძრაობა-ს“ ხელმძღვანელი დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს სრული უფლება აქვს პოლიტიკაში ჩაერთოს.

„პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ მონაწილეობას მიიღებს რადას ვადამდელ არჩევნებში. ჩვენ გვაქვს არჩევნებში მონაწილეობის ლეგიტიმური უფლება და ამ უფლებას გამოვიყენებთ, დავიცავთ იმ ფილოსოფიას და პროექტებს, რომლის განხორციელებაც გვინდა როგორც პოლიტიკურ ძალას, ჩვენ გვინდა უკეთესი უკრაინა“, – აცხადებს დავით საყვარელიძე.

მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით კი ის არც ანგარიშსწორებას აპირებს და არც შურისძიებას.

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკრაინის პოლიტიკაში ახალი პოლიტიკოსები მოვიდნენ“ – აცხადებს სააკაშვილი.

მსგავსი თემები