„მიხეილ სააკაშვილი და „ნაც.მოძრაობა“ ისევ წესების გარეშე, სახიფათო თამაშს სთავაზობს საზოგადოებას“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილი ქმედებებზე საუბობს და აცხადებს, რომ საზოგადოებას ისევ სახიფათო თამაშს სთავაზობენ.

„მათთვის მიუღებელია, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამართალი. ისინი საკუთარ თავს, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო სამართალზე მაღლა აყენებენ და რაც მთავარია, ძალადობენ საკუთარ ქვეყანასა და საზოგადოებაზე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას”შოკის მომგვრელს და წარმოუდგენელს”უწოდებს ნიკა გვარამია. მიხეილ სააკაშვილი კი ამის გამო ყველას მობილიზაციისკენ მოუწოდებს. ეს, პრაქტიკულად, საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ მოწოდებაა. მათი გაღიზიანება გამოიწვია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, ხმათა უმრავლესობით 7-1ზე, რის მიხედვითაც, „რუსთავი 2“ -ისა და ძმები ყარამანაშვილების სარჩელი დაუსაბუთებლად და არაარგუმენტირებულად მიიჩნია. გადაწყვეტილება ცალსახაა, საქმეზე „რუსთავი 2“  საქართველოს წინააღმდეგ, გაიმარჯვა საქართველომ“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მსგავსი თემები