მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო დაბარებული უკრაინის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა

უკრაინის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა. იგორ დოლგოვი, უწყებაში მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარეს.

უწყებაში შესვლისას ელჩმა განაცხადა, რომ არ იცის რის გამოა დაბარებული და ამის შესახებ შეხვედრისას გაიგებს.

ქართული მხარის შეფასებით, უკრაინის რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა, რაც მიუღებელია.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს, მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებასა და საბოლოო მოსპობას.

„ნამდვილად ვიქნები ბრძოლის წინა ხაზზე“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი თემები