მიხეილ სააკაშვილის გამოსახულება წარწერით “მე დავბრუნდები” – კიბერშეტევა სახელმწიფო უწყებების ვებსაიტებზე

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოსურათი, წარწერით “მე დავბრუნდები”, კიბერშეტევის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებისა და რამდენიმე არასამთავრობო, ასევე მედიაორგანიზაციის ვებსაიტებზე გამოჩნდა. 

კიბერშეტევით პარალიზებულია ბათუმის, ქუთაისის, მცხეთის, ოზურგეთის, ვანის, საჩხერის, ამბროლაურის, ქარელისა და ქედის საკრებულოების ოფიციალური ვებგვერდები.

იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას აქვს თუ არა მას კიბერშეტევის შესახებ რაიმე ინფორმაცია ასე უპასუხა – “არ ვიცი რაზე მელაპარაკებით, სახელმწიფო უწყებები დაცულია”.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ კიბერშეტევის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გაიგო. ალექსანდრე ხოჯევანიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება უკვე დაიწო.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, იოსებ ჭელიძის განცხადებით, გამოძიება 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას ნიშნავს.

მსგავსი თემები