მიხეილ გიორგაძე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე, მრავლობითი მოტეხილობით ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. ის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა,

ინფორმაციას სამინისტროში ადასტურებენ და აცხდებენ, რომ ავტომობილს თავად მიხეილ გიორგაძე მართავდა, ის მარტო მგზავრობდა. მინისტრის მოადგილე ხეს შეეჯახა. მას 12 ნეკნი აქვს მოტეხილი. ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელში მოხდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

მსგავსი თემები