“მიღებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო, თორემ ახლა სერიოზული პიკი გვექნებოდა”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
ინფექციონისტმა ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობა ამ საკითხს შეგნებულად მიუდგა და უმეტესობა მართლაც სახლში დარჩა.
„ამიტომ არის, რომ ეს ორი-სამი დღე არ არის დიდი მატება, როცა ამ პერიოდისათვის თუ არ იქნებოდა ყველა რეკომენდაცია დაცული, რა თქმა უნდა, დაიწყებოდა პიკის მონაცემები. პიკის განსაზღვრა ასე ადვილი არ არის, ეს მოსახლეობაზეა დამოკიდებული – მგონია, რომ აღდგომის დღეები კარგად გადავაგორეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.