“მიუღებელია, პოლიციელის მკვლელის და საერთოდ, მკვლელის შეწყალება” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ, პატიმრების შეწყალებას, მის დისკრეციად მიიჩნევს თუმცა, აცხადებს, რომ მისთვის მკვლელის შეწყალება მიუღებელია.

გიორგი გახარია, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მსჯავრდებულთა შეწყალზებაზე მორატორიმუმის გამოცხადების შესახებ დადებითად აფასებს.

„ შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ, მკვლელის შეწყალება. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რომელიც პრეზიდენტმა გადადგა, გამოაცხადა მორატორიუმი. ეს უნდა იყოს საერთო მსჯელობის საგანი პარლამენტთან ერთად და რა თქმა უნდა, რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს, რათა მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მკვლელობაში დამნაშავე ადამიანები ასეთი ფორმით არ იყვნენ შეწყალებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები