“მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა სხვისთვის ბოროტის მსურველი იყოს” – საპატრიარქო არქიმანდრიტის კომენტარს ეხმაურება

არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის მიერ მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილის მისამართით გაკეთებულ კომენტარს საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი.

„ვეხმაურებით აღიარებული მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის მიერ “ფეისბუქ” სივრცეში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელიც სასულიერო პირის, არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის მიერ, მის მიმართ გამოთქმულ კომენტარს ეხება და რომელმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.

კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი.

მსგავსი გადაცდომების განხილვა ხდება შესაბამის კომისიაზე, ეს ფაქტიც უახლოეს პერიოდში განხილული იქნება და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

ასევე, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა ქალბატონი ანიტა რაჭველიშვილის შემოქმედების მიმართ, ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და შემდგომ წარმატებებს მსოფლიოს დიდ სცენაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

„აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“, – ასეთი შეფასება მისცა არქინამდრიტმა რაჭველაშვილის კრიტიკას. ამის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაპირისპირება არქიმანდრიტთან დაიწყო. მისი სიტყვები, ბევრმა წყევლადაც კი აღიქვა. არქიმანდრიტმა კი განმარტება-განმარტებას მიაყოლა.

მსგავსი თემები