მიუსაფარ ცხოველთა გამოკვება დასჯადია?! – ფოტო რუსთავის ავტობაზრობიდან 

ქალაქ რუსთავში, კერძოდ ავტობაზრობის ტერიტორიაზე უჩვეული გამაფრთხილებელი წარწერა გამოჩნდა, რომელიც მიუსაფარი ცხოველების გამოკვებას კრძალავს. ადამიანი, რომელიც ამ გაფრთხილებას არ დაემორჩილება 50 ლარით დაჯარიმდება.
ფაქტის ამსახველ ფოტოს და შესაბამის სტატუსს ​სოციალურ ქსელში,

ინტერნეტმომხმარებელი, ნანუკა ძირკბილაშვილი აქვეყნებს, სადაც მიუთითებს, რომ მსგავი ჯარიმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არ არსებობს.

“არ გეჩვენებათ! რასაც ხედავთ გაფრთხილებაა: თუ მიუსაფარ დამშეულ და მწყურვალ ცხოველს საკვებს მიაწვდით, თქვენ დაჯარიმდებით 50 ლარით!
ანუ, არც მეტი, არც ნაკლები, სიკეთე ჯარიმას ექვემდებარება. თუმცა, მსგავს ჯარიმას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ იცნობს!
ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მოხდეს მუშაობა, რაც მიუსაფრებისადმი მეტ ემპათიას გულისხმობს, და ბანერებიც შესაბამისი დაიბეჭდოს, მსგავსი გაფრთხილებებით უარესი აგრესია მკვიდრდება ხალხში!
დავკონკრეტდები: ეს გაფრთხილება რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზეა “გამომზეურებული” და იქ თაკარა მზის ქვეშ მყოფი ცხოველები ჯობს შიმშილმა მოკლას, ვიდრე ვინმემ კანონდამრღვევის სტატუსი “აიკიდოს” და პლიუს ორმოცდაათი ლარი გადაიხადოს სიკეთეში!
უსაშველო გვჭირს ” – წერს სოციალურ ქსელში ნანუკა ძირკბილაშვილი.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” რუსთავის ერთ-ერთმა მცხოვრებმა განუცხადა, ბაზრობის ტერიტორიაზე შაბათ – კვირას აქტიური ვაჭრობა მიმდინარეობს ხოლმე. როდესაც მოვაჭრეები და მყიდველები ჭამენ, ძაღლებიც იქვე ირევიან, ნარჩენებს ცხოველებს უყრიან, რის გამოც ცხოველები ტერიტორიას ეჩვევიან.

მსგავსი თემები