“მისი მეგობარი იყო მძიმე სიტუაციაში და ის აუცილებლად გამოიყენებდა დანას” – ირაკლი შოთაძე 

თბილისის ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, მკვლელობის საქმის დეტალებზე საუბრისას, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ დანა ჰქონდა მხოლოდ ორ პირს, ბარბაქაძეს და ჯანაშიას და სწორედ მათ გამოიყენეს იგი.

ყოფილი მთავარი პროკურორი, ბარბაქაძის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას განიხილავს და აცხადებს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მისი მეგობარი იყო მძიმე სიტუაციაში, ის აუცილებლად გამოიყენებდა დანას, შემდეგ კი მივიდა და მეორე მეგობრის დასახმარებლად მოკლა დადუნაშვილი.

​ირაკლი შოთაძის აზრით, სარალიძეც ბარბაქაძემ მოკლა.

„ის შედის ამ ფარდულში ეგრევე, როგორც კი ჩხუბი იწყება, ასევე დგინდება, რომ ის ამ ფარდულიდან გამოდის დასისხლიანებული, ასევე, მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს სისხლი არის სარალიძის, მერე მიდის და დანას ურტყამს დადუნაშვილს, რომელსაც კლავს ადგილზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა”, – აცხადებს შოთაძე.

მისივე თქმით შემთხვევის ადგილზე იყო ორი ეპიცენტრი – ფარდული და დადუნაშვილის მკვლელობის ადგილი.

სარალიძის შემთხვევაში, მისი მეგობარი იყო მძიმე სიტუაციაში და ის აუცილებლად გამოიყენებდა დანას, შემდეგ კი მიდის მეორე მეგობრის დასახმარებლად და კლავს დადუნაშვილს. პირადად ჩემი შინაგანი რწმენა არის ის, რომ ბარბაქაძემ ჩაიდინა სარალიძის მკვლელობა, ისევე როგორც დადასტურდა, რომ მან ჩაიდინა დადუნაშვილის მკვლელობა. ფარულ ჩანაწერში, რომელიც განხორციელდა ბარბაქაძესთან ის ამბობს, რომ დანა ჰქონდა მას და ჯანაშიას. შემდგომ გრძელდება პროცესი, 6 თვე ისინი ელოდებიან იმას, რომ მისი მეგობრები მისცემენ თუ არა ჩვენებას, ამ ხალხმა ამხილა მკვლელობაში ბარბაქაძე და ჯანაშია, ხოლო შემდეგ მსჯავრდებულები იძლევიან ჩვენებას, სადაც კი, ვერ ამხილეს ვერაფერში მათი მამხილებელი მ.კ. შესაბამისად აქედან  თვალნათელია, რომ ორ პირს ჰქონდა დანა, ესენი არიან ბარბაქაძე და ჯანაშია და სოწრედ მათ გამოიყენეს დანა“, – აცხადებს ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.

 

მსგავსი თემები