მისაღებია გადაწყვეტილებები, აქცენტი სახელწიფოებრივად მოაზროვნე კადრებზეა გასაკეთებელი“ – ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია კომპრომატებისა და ფარული ჩანაწერების ომთან დაკავშირევით განცხადებას აკეთებს.

როგორც ქანთარია „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნავს, ტყუილ-მართალი ერთმანეთში აირია, რაც გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებასა და აქცენტების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კადრებზე გაკეთებას მოითხოვს.

„საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე კომპრომატების და ფარული ჩანაწერების ომი საზოგადოებაში არა მხოლოდ ბევრ ეჭვს ბადებს, არამედ ადამიანებს უკვე უჭირთ ბოლომდე გაერკვნენ, რა ხდება და რამდენად რეალობას შეესაბამება ჩანაწერებით მოთხრობილი ესათუ ის ფაქტი. ტყუილ-მართალი ერთმანეთში აირია. მთავარი ისაა, რომ ხალხი დაიღალა პოლიტიკური დღისწესიგის ამ ფორმით, რომელიც ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის გუნდმა დაამკვიდრა. ვხედავთ, რომ სააკაშვილის გუნდის წევრებს ხელისუფლებაში დაბრუნება დაშვებული თუ დაუშვებელი მეთოდებით სურთ და სამოქალაქო დაპირისპირებასაც არ ერიდებიან, მაგრამ ერთია მათი სურვილი, მეორე – რეალური მდგომარეობა“ – აცხადებს საკანონმდებლო ორგანის წარმომადგენელი.

დეპუტატი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ეტაპზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს საზოგადოების გულგრილობა იქნება.


„შემდგომი ეტაპი საზოგადოებას აბსოლუტურ გულგრილობაში გადაიყვანს. სათანადოდ უნდა იქნას შესწავლილი, როგორ მოხდა პენიტენციალურ სისტემაში ფარული ჩანაწერების გაკეთება, გამოტანა და ტირაჟირება. ყველა კანონდარღვევა უნდა გამოაშკარავდეს და დამნაშავეებმა პასუხი აგონ. მნიშვნელოვანია, ეს საპრეზიდენტო არჩევნებიც მშვიდად ჩავატაროთ, შემდგომ კი ყველა სფეროში პრინციპული გადაწყვეტილებებია მისაღები, აქცენტი სახელწიფოებრივად მოაზროვნე კადრებზე უნდა გაკეთდეს“ – განუცხადა ქანთარიამ „მთავარს“.

მსგავსი თემები