საკონსტიტუციო უნდა გაუქმდეს და მისი ფუნქციები უზენაეს სასამართლოს გადაეცეს – დეპუტატი

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ფუნქციების შეცვლის მოთხოვნით მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება. აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე უკვე მუშაობენ იურისტიები, საკითხს მხარდამჭერები  პარლამენტშიც ჰყავს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ​​საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს არსებული სახით და ასეთი უფლებებით არ უნდა გააგრძელოს არსებობა.

​დეპუტატის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს სამ მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს უფლება, 3 მლნ ადამიანის მიერ არჩეული  პარლამენტის მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ იმის გამო გააუქმოს, რომ მასში იკითხებოდეს სახელმწიფობრივი ზრუნვა მოქალაქეებისადმი.

​”საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციები უნდა გადაეცეს სხვა სასამართლოებს, მათ შორის უზენაეს სასამართლოს. პარლამენტის გადაწყვეტილებების შეცვლა უნდა ხორციელდებოდეს ძალიან მაღალი ქვორუმით. საკონსტიტუციო სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც 10 ათასობით ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას აყენებს საფრთხის ქვეშ. ის გადაწყვეტილებები ნარკოტიკს არ ეხება. საბოლოო ჯამში უნდა ვიფიქროთ უნდა არსებობდეს თუ არა ასეთი ფორმით საკონსტიტუციო სასამართლო”, – აცხადებს მირიან წიკლაური.​

მისივე თქმით, დემოკრატიის ზეიმად არ მიაჩნია ისეთი ორგანოს არსებობას, სადაც სამ მოსამართლეს აქვს განუსაზღვრელი უფლება მთელს ერზე მოპოვებული.

მსგავსი თემები