მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებზე კომენტარს აღარ გავაკეთებ – ვიქტორ ჯაფარიძეს  

პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი ან მისი ოჯახის წევრები დეპუტატთან შეხვედრას თუ მოითხოვენ, აუცილებლად შეხვდება, თუმცა სუბელიანთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბარი არ სურს და კომენტარს აღარ გააკეთებს.

როგორც ვიქტორ ჯაფარიძემ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა,  ბოლო ხანებში ბრალდებულ სუბელიანთან კომუნიკაცია აღარ ჰქონია.

“ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი განმარტება გავაკეთე. მას შემდეგ არ მქონია კომუნიკაცია. მირზა სუბელიანი ან მისი ოჯახის წევრები ჩემთან შეხვედრას თუ მოითხოვენ, აუცილებლად შევხვდები”, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ისივე თქმით, ორი დღის წინ მირზა სუბელიანის მეუღლემ დაურეკა თუმცა, დეტალებზე ჯაფარიძემ არ ისაუბრა.

„მისმა მეუღლემ დამირეკა ორი დღის წინ, თუ მთხოვა შევალ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები