მინისტრის განცხადებით, სახელმწიფომ, ანაკლიის კონსორციუმს 11 მილიონი დოლარი აპატია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფომ არაერთხელ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დრო არაერთხელ გადაუვადა. როგორც მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, სახელმწიფომ კონსორციუმს მილიონებიც აპატია.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ სამუშაოების დაწყების ვადა ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხული იყო. თუმცა, ამ ვადის შემდეგ, სახელმწიფომ ინვესტორის თხოვნა არაერთგზის გაითვალისწინა და ვადა არაერთხელ გადაუწია. ჩვენ მათთან კვლავ ვიხილავთ ფინანსების მოზიდვის საკითხებს. სახელმწიფომ უკვე აპატია ინვესტორს 11 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის პირგასამტეხლო, რაც ვადების დარღვევის გამო დაეკისრათ. მაგრამ, მთავარია, პროექტი შედგეს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას პარლამენტში ამ წუთებშიც უსმენენ.

მსგავსი თემები