მინისტრის განცხადებით, საქართველოში „კორონავირუსის“ საფრთხე მომატებულია

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ახალ კორონავირუსთან“ დაკავშირებით, საქართველოში რისკი მომატებულია. აღნიშნული საფრთხიდან გამომდინარე, მისივე შეფასებით,  

„ლუგარის ლაბორატორია, მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით განცხადებას ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს. პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს პროცესი. ყველა უწყება ერთობლივად ვმუშაობთ. საგარეო საქმეთა მინისტრიც აქტიურად არის ჩართული, ასევე სასაზღვრო სამსახურიც. სრული ინფორმაცია გვაქვს ქვეყანაში შემომავალ მგზავრებზე, ასევე იმ მგზავრებზე, რომლებიც ამ ეტაპზე დაკვირვების პროცესში იმყოფებიან. რა თქმა უნდა, საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველა ღონისძიება გვაქვს გატარებული, რაც მოსახლეობისთვის საფრთხის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

საჭიროების შემთხვევაში, მინისტრი ზომების გამკაცრებასაც არ გამორიცხავს.

„თუ საჭირო იქნება, სასაზღვრო ზოლის დაცვა უფრო გამკაცრდება.  ჩვენ არ ვართ მომხრე, სრულიად ავკრძალოთ საქართველოში შემოსვლა, ვინაიდან საკმარისი რესურსი გაგვაჩნია იმისთვის, რომ პრევენციული კონტროლი გვქონდეს და შემოსულ მოქალაქეებს, რომლებსაც შესაბამისი დახმარება ესაჭიროებათ, მოვათავსოთ ისინი სტაციონარში ან კარანტინში გვყავდეს იზოლირებული“,- განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები